სენსორული სისტემები პროექტირება და ინსტალაცია
წარმატებული აგრობიზნესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გარემოს მონაცემებზე (კლიმატი, ნიადაგი, მცენარე, წყალი და ა.შ) დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტებია, რომელთა გაანალიზებითაც შეძლებთ სწორად დაგეგმოთ აგრო ღონისძიებები მეურნეობაში, თავიდან აირიდოთ რისკები და ნაკლები დანახარჯით მიიღოთ უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მოსავალი/პროდუქტი.
SST გთავაზობთ თქვენთვის სასურველი საქმიანობისთვის სხვადასხვა ტიპის სენსორული სისტემების პროექტირებას, იმპორტს და მონტაჟს, ნებისმიერი ზომის და რელიეფის მქონე ტერიტორიისთვის, ასევე მობილური ოპერატორის დაფარვის თუ დაფარვის არეალის გარეშე.
მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
I. მომსახურების პირველ ეტაპზე კომპანიის ექსპერტების მიერ ფერმერთან ერთად განისაზღვრება საჭირო სენსორული სისტემების ტიპები (მაგ: ამინდის სადგური, ფოთლის სისველის სენსორი, წყლის შემცველოსბის სესორი, ISCOUT და ა.შ).
II. აღნიშნულის შემდგომ განხორციელდება სისტემების პროექტირება, რაც ითვალისწინებს სენსორული სისტემების ინსტალაციისთვის იდეალური ადგილის იდენტიფიცირებას და სრული ინფორმაციის მისაღებად მათი რაოდენობის განსაზღვრას.
III. მომსახურების საბოლოო ეტაპზე SST-ს ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს სისტემების ინსტალაციას სამიზნე არეალზე და მათ პროგრამულ გამართვას.
SST გთავაზობთ შემდეგი ტიპის სენსორულ სიტემებს: მეტეოსადგური, ფოთლის სიველის სენორი, IPM, ტენსიომეტრი, ნიადაგის მარილიანობის (EC), ტემპერატურის და წყლის შემცველობის სენსორი, PAR სენსორი, iSCOUT, CropView და ა.შ.
აღნიშნული სისტემების საშუალებას მოგცემთ მონიტორინგი და ოპტიმიზაცია გაუწიოთ გარემო ფაქტორებს, როგორიცაა ტემპერატურა, ჰაერის და ნიადაგის ტენიანობა და ა.შ. მიიღოთ ზუსტი და მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტები, კერძოდ:
-
როდის არის ჩასატარებელი ოპერაციები ბაღში
-
როდის დგება დაავადებების და მავნებლების გავრცელების რისკები
-
როდის არის წაყინვების საშიშროება
-
რა სტრესს განიცდის მცენარე (რადიაცია, ყინვა და სხვა გარემო პირობები)
-
მონაცემებზე დაყრდნობით წყლის მიწოდების ზუსტი რაოდენობის და ვადის განსაზღვრა
-
ნიადაგში მარილიანობის მუდმივი კონტროლი
-
ნიადაგში წყლის კონტროლი ყოველ 10 სანტიმეტრში
-
წყალდადგომების გრუნტის წყლების რისკების მონიტორინგი
-
მავნებლებზე და მათ გამრავლებაზე ლაივ რეჟიმში დაკვირვების საშუალება და რისკების პროგრამულად გენერირება
-
მოსავლის აღების დაგეგმვა და მენეჯმენტი
-
მცენარის განვითარებაზე მუდმივი დაკვირვება და წინასწარ საჭირო ზომების მიღება
-
სექტორებად მონიტორინგი და სექტორებად ინტერვენცია.