top of page
306353134_599463095209115_2455824076382115636_n.jpg

ჩვენ შესახებ

SST წარმოადგენს საკონსულტაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმწოდებელ კომპანიას სოფლის მეურნეობის, ურბანულ და ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტის მიმართულებით  რომლის  მიზანია დარგის მდგრადი განვითარებისთვის და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის ჭკვიანი ტექნოლოგიების და  საერთაშორისო   გამოცდილების დანერგვა. 
 
კომპანიის მისიაა უზრუნველყოს საქართველოში საერთაშორისო ცოდნის, გამოცდილების და პრაქტიკის იმპორტი, დანერგოს  ფერმების მართვის მსოფლიოს საუკეთესო მიდგომა, ხელი შეუწყოს კატასტროფების მენეჯმენტს და იზრუნოს მოქალაქეების  ჯანმრთელობაზე/უსაფრთხოებაზე.

SST საქართველოში, მსოფლიოში მოწინავე, სენსორების, მეტეოსადგურების, სეტყვის და ყინვის საწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი და  გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიების - Pessl Instruments GmbH, Davis Instruments Corporation, Grupo Spag, Earth Network და AemEco-ს ოფიციალური წარმომადგენელია.​

კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი გუნდისგან, რომლებსაც აქვთ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ერთის მხრივ ეს გახლავთ „CVIG“, რომელმაც დაარსების დღიდან (2015 წელი), ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი სენსორული სისტემის ინსტალაცია და პროგრამული გამართვა უზრუნველყო. მეორეს მხრივ კი აგრონომებისა და აგროინჟინრების  პროფესიონალი გუნდი, რომლებიც უკვე მრავალი წელია მუშაობენ აგრარულ სფეროში და რამდენიმე ასეული ჰექტარი ბაღის გაშენების და მართვის გამოცდილება აქვთ.

 

306353134_599463095209115_2455824076382115636_n.jpg
bottom of page