ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტი
ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტისთვის და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის SST-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ადრეული გაფრთხილების, განგაშის სისტემების და ევაკუაციის გეგმების დანერგვას.
დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა/სისტემები, კატასტროფების მენეჯმენტისთვის და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
ქვეყანაში არ არსებობს:
-
კარგად გამართული ადრეული გაფრთხილების და განგაშის სისტემები
-
ხანძრების ადრეული გაფრთხილების სისტემები
-
წყალდიდობების, ღვარცობების მოვარდნის ადრეული გაფრთხილების სისტემები
-
ექსტრემალურ პირობებში მოსახლეობის ევაკუაციის გეგმები
-
კატასტროფების მენეჯმენტი
-
და სხვ.
ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიიდან და კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი რისკების დაზღვევა.
მსგავსი სისტემების უკვე დანერგილია მრავალ ქვეყანაში და წარმატებით მუშაობს, მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების და პრაქტიკის შესწავლა, ადაპტირება და დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნულზე კი უკვე აქტიურად მუშაობს SST.