სენსორული სისტემების პროექტირება და მონტაჟი - სახლები, სკოლები და სასტუმროები
საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას მის ირგვლივ არსებულ გარემოში ჰაერის დაბინძურების დონეზე, კლიმატურ პირობებზე, იმ რისკებზე და საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა არსებობდეს გარკვეული აქტივობისას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში.
SST გთავაზობთ მეტეოსადგურებს და ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სენსორებს სახლებისთვის, სკოლებისთვის და სასტუმროებისთვის (შიდა ისე გარე სივრცეებისთვის)
მომსახურების ფარგლებში კომპანიის ექსპერტები შეარჩევენ სამიზნე სეგმენტისთვის რელევანტურ “ჭკვიან ტექნოლოგიებს” და უზრუნველყოფენ მათ ინსტალაციას და პროგრამულ გამართვას.
აღნიშნული სენსორული სისტემების ინტეგრაციით სახლის მეპატრონეები, სკოლები და სასტუმროები მიიღებს დეტალურ მონაცემებს:
-
ლოკალურ, მაღალი სიზუსტის მეტეოროლოგიურ პირობებსა და ამინდის პროგნოზზე, კერძოდ: ნალექები, ქარის სიჩქარე, მზის რადიაცია, ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა და სხვა;
-
UV-ის (ულტრაიისფერი გამოსხივება) ზედა ზღვარის გადალახვის შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ დღის კონკრეტულ მონაკვეთში მოერიდონ მზის სხივებზე ყოფნას და გამორიცხოს გამოსხივების უარყოფითი გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე;
-
Heat Index-ის (სითბური ინდექსი) მაღალი მაჩვენებლის შესახებ, რაც თავის მხრივ წარმოადგენს რეკომენდაციას, რომ მოხუცები, ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრები მოერიდონ ეზოში ყოფნას და რაიმე სახის ფიზიკურ აქტივობას მათი ჯანმრთელობის რისკების დაზღვევის მიზნით;
-
ეზოს პერიმეტრზე და შიდა სივრცეში თვალით უხილავი, ჯანმრთელობისთვის მავნე ნაწილაკების და ზოგადად ჰაერის დაბინძურების შესახებ, რისი მეშვეობითაც სამიზნე ჯგუფები შეძლებენ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება სად უფრო ხელსაყრელი პირობებია მათი აქტივობებისთვის: შიდა სივრცეში თუ ეზოში, საჭიროებს სახლი/ საკლასო ოთახი/სასტუმროს შიდა სივრცე განიავებას თუ პირიქით, სჯობს ფანჯრების დახურვა ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების შიდა სივრცეში შეღწევის თავიდან არიდების მიზნით.
-
დამატებით, მომხმარებლებს მიეწოდება საგანგაშო შეტყობინებები ქარის, წვიმის, ტემპერატურის და სხვა მეტეოროლოგიური მონაცემების ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გადახრის შესახებ.